პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა.

„მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმების შესრულება. ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საპარლამენტო დღის წესრიგზე.

შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობისთვის და ორგანიზაციის მიერ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა