ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

„ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ტაბატაძე. კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა