გია აბულაძე - ხელისუფლებას იმ ადამიანების შეკრების ეშინია, ვისთვისაც პროდასავლური არჩევანი მნიშვნელოვანია

ხელისუფლებას იმ ადამიანების შეკრების ეშინია, ვისთვისაც პროდასავლური არჩევანი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ბათუმში, 29 მარტს დაგეგმილი შეხვედრა მაინც გაიმართება.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხვალ დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. ჩვენ წერილობით მივმართეთ ბათუმის მერიას, რომ გამოეყოთ საზაფხულო თეატრის დარბაზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე პასუხი არ მიგვიღია და საკრებულოს წევრებს უთხრეს, რომ ამ დარბაზის გამოყენება ვერ მოხერხდება და რეალურად გვითხრეს უარი. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აშინებს იმ ადამიანების შეკრება, ვისთვისაც პროდასავლური არჩევანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით, ეს იქნება პირველ აპრილს, „თავისუფლების კვარტალში“. ეს შეკრება აუცილებლად შედგება, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას ამ შეკრების შიში ექნება თუ არა“, - განაცხადა გია აბულაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის