პაატა მანჯგალაძე - ხალხი ბევრად უფრო რადიკალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ოპოზიცია - თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის ჩაგდება შერჩება და შემდეგ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ეს არის ილუზია

ხალხი ბევრად უფრო რადიკალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ოპოზიცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მანჯგალაძემ ისაუბრა ქვეყნის მთავრობის პოზიციონიერებაზე და განაცხადა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა „ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი ხაზი გახდა“.

„დღეს ამ ხაზზეა პრემიერ-მინისტრიც. ღარიბაშვილის განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა „ალტ-ინფოს“ განცხადებებისგან. უფრო მეტიც, რუსი პროპაგანდისტების და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არ განსხვავდებოდა. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გერქვას და შენი ამოცანა მოსახლეობის დაშინება, დათრგუნვა იყოს. ისედაც მაღალია უიმედობა და ნიჰილიზმი და მესამე მსოფლიო ომზე და ბირთვულ ომის საფრთხეზე ლაპარაკობს. საქართველოს რა შეუძლია? წაახალისოს თუ შეაჩეროს ბირთვული ომი? ღარიბაშვილი ხალხს ყოველდღე ეუბნება, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს და შეეცდება კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება დასავლეთს ან ოპოზიციას გადააბრალოს.

მანჯგალაძის თქმით, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება ექნება.

„როცა ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებ, პოლიტიკურად უნდა აგო პასუხი. ყველა კონსტიტუციური საშუალებით უნდა ვაგებინოთ პასუხი, მშვიდობიანად და არა ძალადობრივად. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის სრული ლეგიტიმური უფლება გვექნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის ჩაგდება შერჩება და მერე დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ეს არის ილუზია. ამიტომ ჯობია, რომ ამის გამო ხალხთან ერთად პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიანად და არა ძალადობრივად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა