არმაზ ახვლედიანი - იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მინისტრი დედაქალაქ-დედაქალაქ დადიოდეს და სთხოვდეს, დაგვიჭირონ მხარი, აქ დემარშს ვუწყობთ ევროპელ პოლიტიკოსებსა და მთავრობებს

ბაიდენის ადმინისტრაციაში ყოველდღიურად ინტერესდებიან იმით, რა ხდება თბილისში. ასეთი ინტერესი იქ არასდროს ყოფილა. უნდა ველოდოთ უახლოეს ხანებში დასავლეთიდან ახალ განცხადებებს და არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მოულოდნელი ვიზიტიც , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთში ისე არასდროს ჰქონიათ გათავისებული „ქართული ოცნების“ მზაკვრული სახე და ბუნება, როგორც დღეს.

ამასთან, როგორც ახვლედიანი აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება კომიკური და ტრაგიკულია.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების რეაქცია აბსოლუტურად ბოლშევიკურია.

„ნორვეგიის ელჩის დაბარება ამ საკითხზე ერთი მხრივ კომიკურია, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე არის ტრაგიკული. ოღონდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგი შეასრულონ და მზად არიან, რომ სახელმწიფო ინტერესი სრულად გაწირონ და ამის დემონსტრირებაა ზუსტად ეს. იმის ნაცვლად რომ ჩვენი [საგარეო საქმეთა] მინისტრი დედაქალაქ-დედაქალაქ დადიოდეს და ყველას სთხოვდეს და ამუნათებდეს, რომ უპირობოდ დაგვიჭირონ მხარი, ჩვენ აქ დემარშს ვუწყობთ ევროპელ პოლიტიკოსებს და მთავრობებს. ამ ფონზე, თუ ვინმეს სჯერა, რომ ჩვენ ამათ ხელში სტატუსს მივიღებთ და ინტეგრაცია მოხდება, რა თქმა უნდა, აბსოლუტური შეცდომაა.

არის ერთადერთი გზა - ვაიძულოთ. იძულების საუკეთესო ფორმა ჩვენ მარტის იმ დღეებში ვაჩვენეთ, როცა ყველა ერთად დავდექით და ჩვენმა სიმტკიცემ ერთობლივად გადატეხა ეს ხელისუფლება მაშინ წელში. ჩვენ უნდა გადავტეხოთ საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ეს მახინჯი მანქანა კვლავ ჩვენი სიმტკიცით, გაუტეხელობით და ვიცოდეთ, რომ არასდროს ისე არ ჰქონიათ გათავისებული დასავლეთში „ქართლი ოცნების“ მზაკვრული სახე და ბუნება, როგორც დღეს არის. მე პირდაპირ გეტყვით, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ მართლაც უპრეცედენტო გზავნილების შემდეგ, ჩვენ უნდა ველოდოთ ახალ გზავნილებს დასავლეთიდან. არ ვიცი რამდენად ხართ ინფორმირებული, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციაში ყოველდღიურად ინტერესდებიან იმით, რა ხდება თბილისში. ასეთი ინტერესი იქ არასდროს ყოფილა. უნდა ველოდოთ უახლოეს ხანებში ახალ განცხადებებს და არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მოულოდნელი ვიზიტიც“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, სპორტს და პოლიტიკას ძალიან უხდება გამარჯვების და დამარცხების კულტურა, მაგრამ ჩვენი ტიპის მმართველობის პირობებში ეს კულტურა არ არსებობს.

ახვლედიანის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამოცანად ნებისმიერ ფასად გამარჯვების მიღწევა დაისახა.

„დიდი ფეხბურთია და ამან ერთი ამბავი გამახსენა. სპორტს ძალიან უხდება გამარჯვების და დამარცხების კულტურა. სხვათა შორის, პოლიტიკასაც ძალიან უხდება, მაგრამ ჩვენი ტიპის მმართველობის პირობებში ეს კულტურა არ არსებობს. აქ არის მოთხოვნა მხოლოდ გამარჯვებაზე და ნებისმიერ ფასად. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ 10 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილს შევთავაზე, როცა „ქართულ ოცნებაში“ მიმიწვია, რომ ისე მოგვეწყო „ქართული ოცნება“, პოლიტიკური პროცესი, რომ მზად ვყოფილიყავით დამარცხებისთვის. 2013 წელს კარგად ვხვდებოდი, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ოცნება“ გაიმარჯვებდა. იყო ამის რესურსი მაშინ. 2016-შიც შესაძლოა, გაიმარჯვებდა, მაგრამ მერე და მერე ჩვენ უნდა მოვმზადებულიყავით ღირსეული დამარცხებისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ვერ შეიგნო ეს აუცილებლობა და ამოცანად დაისახა ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გზით - ოპონენტის განადგურების გზით გამარჯვების მიღწევა. მე მახსენდება დავით ჯიშკარიანის წიგნი ბერიას დროინდელ ფეხბურთზე საქართველოში, როცა ნებისმიერი გზით უნდა გაემარჯვა. საბჭოთა დროს, რეჟიმის დროს სპორტიც ასეთი ხდება სამწუხაროდ. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში. გამოსავალი არის ერთადერთი - მოძალადეს უნდა დაუპირისპირო ყველა მეთოდი, რაც კი შესაძლებელია კონსტიტუციური გზით“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება