"ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საზოგადოების დაკვეთა არის ალტერნატიული ძალების გაძლიერებაა, შესაბამისად, ორი პოლუსი აღარ მუშაობს, რაც განვლილი ეტაპია და პოლიტიკური რეალობა აშკარად სხვაა არის.
"ლელომ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა, მოთხოვნა იყო ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა პოლიტიკაში და არა ფასადურად, არამედ რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ რგოლში და ეს მოთხოვნა პირნათლად სრულდება. ამ პარტიის დეკლარირებული პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ახალი თაობის, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უნდა მისცემოდა საშუალება პოლიტიკის კეთების ამ ქვეყანაში.
დღეს ქართულ პოლიტიკას ახალგაზრდები ქმნიან და ეს პროცესი ჩვენ ნათლად დავინახეთ მარტის მოვლენების დროს. დღეს ქართული სახელმწიფო რთულ გეპოლიტიკურ ვითარებაშია ჩართული და ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მომენტუმი გავუშვათ ხელიდან, ამის გამოყენებას სჭირდება მაქსიმალური მობილიზება, ამის გამოყენებას სჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება.
როდესაც ჩვენ "ლელოში" ვსაუბრობთ გაერთიანებაზე აქ პირველ რიგში იგულისხმება საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების გაერთიანება და არა პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ბოლო დროის მოვლენებმა ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ და მწყობრად რეაგირებს მიმდინარე პროცესებზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ქართული სახელმწიფოს მომავალი დადგა საფრთხის წინაშე, ისინი გარეთ გამოვიდნენ და დაიცვეს საქართველოს ევროპული მომავალი, ეს იყო წარმოუდგენელი ბრძოლა, მე ვიტყოდი ხორუმი ქვეყნის მომავლის დასაცავად. სწორედ ასეთი ერთობით ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და პოლიტიკური სპექტრი უნდა გავერთიანდეთ - აი ამ ერთობის იდეაზე ვსაუბრობთ ჩვენ, და ამ ერთობის იდეის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა.
ჩვენი მიზანია, სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას და ველაპარაკოთ ალტერნატივაზე, დღეს პოლიტიკური კეკლუცობის დრო დამთავრდა. ახლა ღია საზოგადოებასთან შეთანხმებული პოლიტიკის დროა, პარტიული ერთობები მგონია, რომ ნაკლებ აქტუალურია, მთავარია შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა, საზოგადოების დაკვეთა, კი ალტერნატიული ძალების გაძლიერებაა, ორი პოლუსი აღარ მუშაობს, ეს განვლილი ეტაპია, პოლიტიკური რეალობა აშკარად სხვაა, ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ის დღის წერიგი, რომლსაც ჩვენ აქანდე ვხედავდით იცვლება. პარლამენტში დღეს პოლიტიკურ ხაზებს დამოუკიდებელი დეპუტატები და პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფები ქმნიან, ასეა მთლიანად პოლიტიკურ ველშიც. "ქართული ოცნება" თავის ბოლო წუთებს ითვლის, ის დეკლარირებულად რუსული ძალაა, მათ ლუსტრაციის კანონიც კი აღარ სჭირდებათ, რომელიც სხვათაშორის, "ლელოს" ინიცირებული აქვს პარლამენტში.
"ქართული ოცნება" დამთავრებულია, ახლა მთავარია საზოგადოებამ მას არ მივცეთ უფლება გადაჩეხოს ეს ქვეყანა, მშვიდობიანად არჩევნების გზით შევცვალოთ და საქართველო შეუქცევადათ დავაყენოთ ევროპულ რელსებზე, ამის ერთადერთი საშუალებაა ქართული საზოგადოების კონსოლიდირება და ერთი იდეის - ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანება, ამას გვთხოვენ ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც. "ლელო" როგორც ამ დაკვეთის შემსრულებელი პარტია, ისევე როგორც შეასრულა ახალგაზრდული იდეის გაძლიერების მოთხოვნა, ბევრს შრომობს, რომ შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საზოგადოების სხვა დაკვეთებიც", - აცხადებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.