გიორგი ვაშაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა გვითხრეს, რომ შოკისმომგვრელია ის, რაც პარლამენტში ხდება - 12 პუნქტის კუთხით გაკეთებული არაფერია

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში, "რეფორმების ჯგუფთან" გამართულ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათთვის "შოკისმომგვრელია ის, რაც პარლამენტში ხდება".

მისი თქმით, ოპოზიციის გზავნილია, რომ ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოს.

"ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს ეს შესაძლებლობა არ დავაკარგვინოთ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებლად თავს ესხმის კოლეგებს, პარლამენტში ყოველ დღე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ვხედავთ, არ ასრულებს რეკომენდაციებს და უნდა ყველაფერი გააყალბოს. ამის მიუხედავად ხალხმა აჩვენა, რომ კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით და ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივიღოთ, თუმცა ამის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმ ფონზე, როცა ქვეყნის მტრად აცხადებენ მეგობრებს, მტერს კი, უნდათ დაარქვან მეგობარი - პირდაპირი ფრენები უხარიათ, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ მათთვის შოკისმომგვრელია, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში. ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. სიტყვა "შოკისმომგვრელი" თავად გვითხრეს, როცა ვისაუბრეთ იმაზე, რაც ხდება პარლამენტში. კითხვაც კი არ აქვთ 12 პუნქტზე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. გაკეთებული არაფერია,"- განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვედრებს მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე "რეფორმების ჯგუფს", "გირჩს" და ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის