ზურაბ ჭიაბერაშვილი - საჭიროა რუსთაველზე არა პერიოდული შეკრებები, არამედ მასობრივი მარშები ძირითად ქალაქებში - მნიშვნელოვანია პროცესი გაიშალოს და ყველა ქუჩაზე ჩაიაროს ევროპულმა გაზაფხულმა

დაცალკევება არის ივანიშვილის საუკეთესო გზა, რომ კიდევ ერთხელ გამოძვრეს - მშვიდად საუბრით უნდა ვაიძულოთ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთად დასხდნენ, ეს არის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ძალები შეუერთდნენ, რათა საკითხები ერთობლივად დაიგეგმოს.

„ვფიქრობ, როცა არჩევნებზე მივალთ, ოპოზიცია შედეგს დადებს, მაგრამ არჩევნებამდე საკმაო დრო და საკმაოდ რთული პერიოდია. ჯერ ჩვენს საზოგადოებრივ გონებაში არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამიტომ ამაზეა ყველაფერი კონცენტრირებული. ადამიანთა უმრავლესობას პარტიული პოლიტიკა არ აინტერესებს იმდენად, რამდენადაც აინტერესებს ჩვენ, როგორ ქვეყანა, ხალხი, საზოგადოება გამოვიყენებთ თუ არა ამ ისტორიულ შანსს. მარტში ჩვენი წარმატება იყო ის, რომ საზოგადოებამ დაიწყო რეჟიმის გამოფიტვა და რეჟიმმა უკან დაიხია. გამარჯვება იყო ჩვენი თვითრწმენის ამაღლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პოზიტიური თვალსაზრისით ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს, უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი, რეჟიმს არ მივეცით საშუალება კიდევ უფრო მეტად შეეზღუდა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია. ამან ჩვენი თვითრწმენა აამაღლა. ჩვენ დღესვე გვჭირდება პოზიტიური სახალხო კამპანია ევროპისკენ. რუსული რეჟიმი, ისევე როგორც თავად პუტინი, ანგარიშს უწევს მხოლოდ ძალას, ისინი მხოლოდ ძალის წინაშე იხევენ უკან, 7-9 მარტის მოვლენებმა ეს გვასწავლა. აქ საუბარია იმაზე, ხელისუფლებაზე ეს ზეწოლა რა ფორმით უნდა განხორციელდეს. ამიტომაც, ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს არა კამპანია, რომ ამ რეჟიმის პირობებში არაფერი გამოვა, ვისხდეთ სახლში და ველოდოთ ან არადა გავვარდეთ ქუჩებში და მოვითხოვოთ ამ რეჟიმის შეცვლა, არამედ ეს უნდა იყოს პოზიტიური კამპანია. ეს უნდა იყოს არა რუსთაველზე პერიოდულ საპროტესტო შეკრებები, არამედ ეს უნდა იყოს პოზიტიური კამპანიის პირობებში, მასობრივი მარშები ქვეყნის ძირითად ქალაქებში, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე. უნდა იყოს პერიოდულად დემონსტრაციები. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს პროცესი გაიშალოს და ყველა ქუჩაზე ჩაიაროს ევროპულმა გაზაფხულმა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ჩვევაში მიტინგზე სიარული, კი არ მიიჩნიოს, რომ ეს სადღაც ჩემი სახლიდან მოშორებით, რუსთაველზე ხდება, არამედ ყველა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მის ქუჩაზე ხდება ყველაფერი ის, რაც მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაცვიდან, რომელიც მარტის დასაწყისში კარგად გამოგვივიდა, შეტევაზე უნდა გადავიდეთ. რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, ჭიაბერაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს ყველა პუნქტი შეასრულოს, უნდა იყოს ერთობლივი მუშაობა ოპოზიციის მხრიდან.

„საკვანძო საკითხები თუ არ მოგვარდა, რა 12 პუნქტის შესრულებაზე ვსაუბრობთ? პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში აბსტრაქტულად კი არ ჟღერდეს, ვაიძულოთ 12 პუნქტის შესრულება, არამედ ლაპარაკი იყოს კონკრეტულად, რას ვგულისხმობთ 12 პუნქტის შესრულებაში და რას იძულებაში.

უნდა იყოს ერთობლივი მუშაობა ყველა პარტიის მხრიდან. მთელი პრობლემაც ისაა, რომ ცალკეულ მოთამაშეებს ჰგონიათ, "ამ ტოქსიკურ გარემოში საარჩევნოდ ერთით მეტ პროცენტს ჩემკენ მოვქაჩავო". მცდარი ტაქტიკაა. ბოლშევიკურ, რუსულ, ავტორიტარულ რეჟიმში არ ხდება ასე გამარჯვება, პირიქით, დაცალკევება არის ივანიშვილის საუკეთესო გზა, რომ კიდევ ერთხელ გამოძვრეს. ამიტომ იყო სწორი, როცა „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ" წამოიწყო ერთად სიარული, ამიტომ იქნება კარგი, რომ ამ სამეულს სხვები, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდეს და ერთობლივად დაიგეგმოს ხოლმე საკითხები. იმიტომ, რომ ინდივიდუალური გადარჩენის გზა ეს არის ის, რითაც ყოველთვის მოგვიგებს რუსული რეჟიმი. ჩვენ მშვიდად საუბრით უნდა ვაიძულოთ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთად დასხდნენ, ეს არის გასაღები,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა