ირაკლი კობახიძე - ოჯახის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია - შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან!

ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს უფლება პატიმარს საკვები ძალით მიაწოდოს.

„რაც შეეხება თვითდაზიანებას, რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც კატეგორიულად მიუღებელია - შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ. ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. არავის აქვს უფლება პატიმარს საკვები ძალით მიაწოდოს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის" საკვების მიღება, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახისგან მიტანილ საკვებს, რომელიც სათანადო კალორაჟის არ არის.სამწუხაროდ, აქ, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვანაირად იმოქმედოს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში