მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების იმედად თვითდაზიანებას აგრძელებს - სისტემა შექმნა ადამიანმა, რომელიც აწამებდა და კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ შეჭამოს საჭმელი, რომელიც თან მას შეუძლია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არც ჭამს და არც გადასხმებს იკეთებს.

„ერთი პროცენტით დაუშვით, რომ მართლა ვერ ჭამს. არადა, ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს, ანუ თვითდაზიანებას ეწევა. ანუ ეს რომ არ დაიჯერონ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა, კითხვა მარტივია - რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას? მაგალითად, გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს? შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმის, რომ ის გათავისუფლების იმედად თვითდაზიანებას აგრძელებს. ყველას მარტივად შეუძლია დასვას კითხვა, რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, კიდეც რომ ვერ ჭამდეს, მაგრამ სინამდვილეში, ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს, მაგალითად, გათავისუფლებით. გამოსავალია ჭამოს, ვეხვეწებით. სისტემა შექმნა ადამიანმა, რომელიც აწამებდა და კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ შეჭამოს საჭმელი, რომელიც თან მას შეუძლია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნებაც შეაფასა.

„რეკომენდაციების დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია და მათ ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღიათ ამაში. ახლა აანონსებენ აქციებს, აანონსებენ აქტივობებს და მოთხოვნა მათი არის, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები. რამდენად გულწრფელები არიან ისინი ამ მოთხოვნებში, თავად განსაჯეთ, მაშინ, როცა მათ სამუშაო ჯგუფებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება