მამუკა მდინარაძე ქალთა მიმართ ძალადობაზე - ამაზრზენია, როდესაც ამ ყველაფერს ის ადამიანები აპროტესტებენ, რომლებიც სისტემას ქმნიდნენ და  სკამებზე და მაგიდებზე „გადასკოჩილი“ ადამიანები გააუპატიურეს

ამაზრზენია, როდესაც ამ ყველაფერს ის ადამიანები აპროტესტებენ და ამ ყველაფერზე იმ ადამიანებს აჟრიალებთ ვითომ, რომლებიც სისტემას ქმნიდნენ და თავის მხრივ, სკამებზე და მაგიდებზე „გადასკოჩილი“ ადამიანები გააუპატიურეს, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რამდენიმე ქალის მხრიდან „პოსTV“-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველა ქალს უჭერს მხარს, რომელიც რეალური მსხვერპლია და დევნას, შევიწროებას, ძალადობას განიცდის.

მისი თქმით, არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს.

რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას, გმობს თუ არა ის შალვა რამიშვილის ქმედებებს, რაც ტელეეთერით ჩანაწერის სახით გავრცელდა, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ სასამართლოს გარეშე ადამიანის გასამართლება ამაზრზენია.

„რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ადამიანების გასამართლების თქვენებურ მცდელობას, მე ამას უბრალოდ არ ვეთანხმები და ამაზრზენია. გუშინ გაირკვა, რომ [შალვა რამიშვილს] წაგებული აქვს არახელსაყრელი პირობების შექმნისთვის სამოქალაქო სასამართლო და არა სისხლის სამართლის წესით. დაკისრებული აქვს 2 000 ლარის გადახდა და მას გადახდილი ჰქონია. სიმართლე გითხრათ, გუშინდელ დღემდე მეც მეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით იყო დამნაშავედ ცნობილი, არადა [თურმე] სამოქალაქო წესით. მართლაც ძალიან უსიამოვნოდ მოსასმენი იყო ის, რაც ჩანაწერებში ვნახეთ, მთელი პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, მაგრამ შესაბამის კვალიფიკაციაზე, ეს სამოქალაქოა, ადმინისტრაციულია, დანაშაულია ამისთვის თუ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ამაზრზენია, როდესაც ამ ყველაფერს ის ადამიანები აპროტესტებენ და ამ ყველაფერზე იმ ადამიანებს აჟრიალებთ ვითომ, რომლებიც სისტემას ქმნიდნენ და რომელმაც თავის მხრივ, სკამებზე და მაგიდებზე „გადასკოჩილი" ადამიანები გააუპატიურეს.

ამ ქვეყანაში, სულ მცირე, არის სამი ტელევიზია, რომელიც პარტიას უჭერს მხარს და წარმოადგენს მის კუთვნილებას, შექმნა სისტემა და რომელმაც სკამებზე და მაგიდებზე "გადასკოჩილი" ადამიანები გააუპატიურა და ამათ თურმე ახლა, ძალიან დიდი წუხილები აქვთ ქალების საკითხთან დაკავშირებით“,- აცხადებს მდინარაძე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა