ლევან ბეჟაშვილი - საქართველო, რომელიც  რეგიონში ლიდერი იყო, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებით მაჩანჩალას როლშია - სავსებით გასაგებია შარლ მიშელის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არ ჩამოვიდა

საქართველო, რომელიც ლიდერი იყო რეგიონში, დღეს კი მაჩანჩალას როლშია, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა, შარლ მიშელის მოლდოვაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელი საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო, სრულიად გასაგებია, თუ რატომ არ ჩამოვიდა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლება ჰყავდეთ სულ წნეხის ქვეშ, რათა 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ჩააგდო და პრაქტიკულად 12-პუნქტიანი გეგმა არ სრულდება, შარლ მიშელის გადაწყვეტილება, რომ არ ჩამოვიდა საქართველოში, სავსებით გასაგებია. სამწუხაროა, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი ევროპულ პერსპექტივებთან მიმართებით, დღეს მაჩანჩალას როლშია და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო ხდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა შესრულდეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა და ამით უზრუნველვყოთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაშლა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო