ირაკლი კობახიძე - ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ - ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო

ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ - ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევ კამპანიას ვერ დაუჭერს მხარს.

„მე არ ვარ სამართალდამცავი უწება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს, ეს არის სამართალდამცავების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებითა და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი.

რაც შეეხება ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, მე ამას დავგმობ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა