ომის ველზე ვართ ველურებთან და ბოიკოტი არის ყველაზე კომფორტული ფორმა. ბოიკოტია იყო სახლში და უყურო, როგორ სცემენ შენს კოლეგებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თავად სულ ბოიკოტის წინააღმდეგი იყო.
"ანტისაპარლამენტო განწყობის შექმნა გვაზიანებს, მუდმივი ბოიკოტი აზიანებს ოპოზიციას. პარლამენტში დღეს ოპოზიციიდან ათი დეპუტატი არ არის, ეს იყო შეცდომა, 60 რომ ვყოფილიყავით, ვერც გუბაზ სანიკიძეს დაესხმებოდნენ თავს. აქ ფიზიკურად ყოფნაა საჭირო. ომის ველზე ვართ ველურებთან და ბოიკოტი არის ყველაზე კომფორტული ფორმა, გინდ თემატური და გინდ არათემატური. ბოიკოტია იყო სახლში და უყურო, როგორ სცემენ შენს კოლეგებს. ბოიკოტის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის," - განაცხადა გოცირიძემ.