ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით - პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია და თუ რაიმეა შესრულებული, იმასაც შევასრულებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, წლებია საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი და გამოკვეთილი მიზანი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხებზე საუბრობენ, რადგან ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს აქვს პერსპექტივა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. წლის ბოლოს ველოდებით ევროპული საბჭოს შეხვედრას, სადაც იმ რეკომენდაციების შესრულება განიხილება, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება