სალომე სამადაშვილი -  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა - ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის მიერ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი წერილით დასტურდება, რომ კულტურის მინისტრის მიერ პარლამენტში მისთვის წაყენებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს ოფიციალურ პასუხში დეტალურადაა გაწერილი ე. კალანდაძის ნახატის ისტორია, რომლის დაკარგვასაც თეა წულუკიანი მას უსამართლოდ აბრალებდა.

"წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო ამაზე, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა.

პარლამენტში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მე პასუხისმგებელი ვიყავი ჩემდამი დაქვემდებარებულ საელჩოში დაკარგულ ნახატზე, რომლის ავტორიც იყო ე. კალანდაძე.

ამ ცილისწამების პასუხად, ქალბატონ წულუკიანს გაეგზავნე წერილი შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით. თვეების დაგვიანებით, წულუკიანის სამინისტრო მპასუხობს და მაცნობებს, რომ აღნიშნული ნახატი 1993 წელს გადაეცა საელჩოს დროებით სარგებლობაში და უნდა დაბრუნებულიყო მუზეუმში, მაგრამ არ დაბრუნდა.

მე კი, წლების შემდეგ, აღწერა რომ ჩატარდა, მიცნობებია სამინისტროსთვის, რომ საელჩოს ბალანსზე არის აყვანილი ნახატი, რომელიც წესით არის კალანდაძის, მაგრამ ზედ ხელმოწერა არა აქვს-ანუ უცნობია, რა ნახატია.

ქალბატონო თეა, თავში ტვინის ნაცვლად ბოროტება რომ არ გქონდეთ, მიხვდებოდით, რომ:

  1. 1993 წელს მე ვსწავლობდი თბილისის პირველ საშუალო სკოლაში.
  2. ბრიუსელში ელჩის თანამდებობაზე სამუშაოდ ჩავედი 2005 წლის ბოლოს-რაც ჩამაბარეს, ის ჩავიბარე და აღწერის დროს რომ ვერ დადგინდა ნახატი ნამდვილად ავტორს ეკუთვნოდა თუ არა, ვაცნობე ამის შესახებ სამინისტროს.
  3. 1993 წელს ბრიუსელში ელჩი ახლა კარასინთან რომ დადის ის კაცი იყო-ზურაბ აბაშიძე (მე მის შემდეგ მესამე ' თაობის' ელჩი ვარ.)

აბაშიძის ტელეფონი გექნებათ, დაურეკეთ და გაარკვიეთ, რა ჩაიბარა 1993 წელს, რა დააბრუნა და რა დაიტოვა.

მომავალში, სანამ კიდევ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით.

არ გიჩივლებთ ახლა, თუმცა იმსახურებთ, მეზარება თქვენზე ჩემი ძვირფასი დროის ხარჯვა”, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა