ფართო სპექტრის რეფორმების პროგრამა კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მომავალი მტკიცედ დგას ევროკავშირის ოჯახში, - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი „ტვიტერზე“ წერს, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრას ეხმაურება.
„ინფორმაციული განახლება და დისკუსიები საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესა და დავით სონღულაშვილთან. ფართო სპექტრის რეფორმების პროგრამა კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მომავალი მტკიცედ დგას ევროკავშირის ოჯახში“, - წერს ჩარლზ ფლანაგანი.