სალომე სამადაშვილი - წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით და დაინტერესებით, თუ რა ბედი ეწია იმ ნახატებს, რომელიც ჩატანილია ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნახატი რომლის დაკარგვაშიც წულუკიანმა ის დაადანაშაულა, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და 2005 წელს მას საელჩოში დახვდა ნახატი, რომელსაც ავტორის ხელმოწერა არ ჰქონდა, რის შესახებაც მან სამინისტროს აცნობა.

„საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, რომ სექტემბერში როცა ქალბატონი წულუკიანი მოვიდა პარლამენტში, პირადად დამადანაშაულა, რომ ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში დაიკარგა ნახატი და ბრალი დამდო, რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. მე მისგან ამასთან დაკავშირებით გამოვითხოვე ინფორმაცია. წულუკიანი ვალდებული იყო პასუხი გაეცა ორ კვირაში, თუმცა, პასუხი მოვიდა ახლა, მას შემდეგ, რაც განმეორებით მოვთხოვე ინფორმაცია. რას ვადგენთ კულტურის მინისტრის წერილიდან - ნახატი, რომელზეც საუბარია, ბელგიაში ჩვენს საელჩოს გადაეცა 1993 წელს და მე ვაცნობე სამინისტროს წლების შემდეგ, ჩემი ელჩობის პერიოდში, რომ ნახატი, რომელსაც ჰქვია, რომ არის კალანდაძის ნამუშევარი, არ აქვს ავტორის ხელმოწერა. მე არ ვიცი, წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა, მე 1993 წელს პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი აქ და ელჩი ბრიუსელში იყო ზურაბ აბაშიძე, რომელიც დღეს არის მათი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში. ამიტომ ამ ნახატის ბედი თუ აინტერესებს წულუკიანს, ვურჩევ, დაუკავშირდეს ზურაბ აბაშიძეს და ჰკითხოს, 1993 წლიდან 2000 წლამდე, როცა მან ეს ნახატები ჩაიტანა, რა დატოვა საელჩოში და რა იქნა აყვანილი ბალანსზე. მე საელჩოში ჩავედი 2005 წლის ბოლოს. რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტიურობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს მოძებნით რამე მიზეზს. თეა წულუკიანი კი არის რამდენჯერმე დამნაშავე „ქართულ ოცნებას“ დაქვემდებარებული სასამართლოს მიერაც კი - თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებისთვის და ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება ჯარიმების გასტუმრება. არაფერს ვამბობ ქართველი ხალხის განადგურებულ საუნჯეზე - გელათზე, რომელიც გაანადგურა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა და იმდენად სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს ეს, რომ წაართვეს რესტავრაციის გაგრძელების უფლება. აუცილებლად დადგება დრო ამ საქმეებთან დაკავშირებით, როცა პროკურატურა მისი საქმიანობით დაინტერესდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა