პაატა მანჯგალაძე - 9 აპრილის აქციას შევუერთდებით, არ ვკომპლექსდებით იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა შევიკრიბოთო

9 აპრილის აქციას შევუერთდებით, არ ვკომპლექსდებით იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა შევიკრიბოთო,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ ისინი მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას გააკეთებენ და პარტიული დღის წესრიგი არ ექნებათ, აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.

„აქციასთან შეერთებას რაც შეეხება, 9 აპრილი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვისაც“ - ერთია 9 აპრილის გმირების ხსენების დღე და მეორე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია და ჩვენ რა თქმა უნდა, შევუერთდებით, არ ვკომპლექსდებით იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა შევიკრიბოთო, კიდევ უფრო გაიზრდება სივრცე თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზებაში მონაწილეობს და მისი ვიწროპარტიული დღის წესრიგი არ იქნება აქციაზე, უფრო მეტი ადამიანი მოვა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება