ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენ რომ სხვა ხელისუფლება გვყავდეს, გარდა ივანიშვილის „ოცნებისა“, უკვე ევროპაში ვიქნებოდით - ამ ადამიანებს მტერი ყოველდღიურად აქებს და მამაცად მიდიან იმ გზაზე, რომელიც რუსეთმა დაავალა

შინაარსობრივად ამ ხელისუფლებამ მარტის პირველ რიცხვებში დაკარგა ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, ახლა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე საუბრის განახლება, არის ხელისუფლებისთვის დაკარგული ლეგიტიმაციის დაბრუნება.

„ბევრი საუბრობს, სამწუხაროდ, და ეს ჩვენი შეცდომაა, როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ახლა როცა კანონი გაწვეულია, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ისევ 12 პუნქტზე, ამ ხელისუფლებისთვის არის დაკარგული ლეგიტიმაციის დაბრუნება. ხალხმა თქვა რუსეთი მინდაო და რა 12 პუნქტზე ვლაპარაკობთ ?!“- განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ხელისუფლება არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში. უფრო მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სხვა ხელისუფლების პირობებში დღეს საქართველო უკვე ევროკავშირის წევრი იქნებოდა.

„ასეთი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში არ უნდა იყოს. თქვენ რომ იყოთ ხელისუფალი და შეგაქოთ ჯერ ლავროვმა, მერე სოლოვიოვმა, მერე სიმონიანმა, მერე ზახაროვამ, ალბათ, იტყვით, რომ რაღაცას ძალიან ცუდად ვაკეთებ, ძალიან არასწორად ვაკეთებ, ალბათ, ჩაიკეტებით, საკუთარ ქმედებებს გადახედავთ, ბოდიშს მოიხდით, რამეს შეცვლით. ამ ადამიანებს მტერი აქებს ყოველდღიურად. რამეს ცვლიან ? ცვლიან კი არა, მამაცად თანმიმდევრულად მიდიან იმ გზაზე, რომელიც რუსეთმა დაავალა.

როგორ ვაგებინოთ ამათ პასუხი? საზოგადოების მათ ძალიან შეეშინდათ, ნახეს, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ საზოგადოებას, მათ დარჩათ ყველაზე შავბნელი, ოდიოზური და ისტორიულად ჩიხში შესული ძალების ნაფლეთები და ნაგლეჯები და შესაბამისად, ტაქტიკურად უკან დაიხიეს, მაგრამ მათი მიზნები არ შეცვლილა. ჩვენ, რომ გვყავდეს სხვა ხელისუფლება გარდა ივანიშვილის „ოცნებისა“, მართლა უნიათო რომ გვყავდეს, ჩვენ ჩათვალეთ ევროპაში ვიქნებოდით უკვე. ესენი აქტიურად რომ არ მუშაობდნენ ევროპის წინააღმდეგ, ჩვენ ევროპაში ვიქნებოდით უკვე“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა