ლაშა ფარულავა - აგონიაში მყოფი ხელისუფლება თავის ხელწერას მიუბრუნდა და ქალაქში სიძულვილის ენის შემცველი ფლაერების გაკვრა დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავის ხელწერას დაუბრუნდა და ცდილობს ისევ დაპირისპირება გააღვივოს საზოგადოებაში.

ამ განცხადებით ფარულავა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ქალაქში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკრეს იმ დეპუტატების ფლაერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, დღეს კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა უპასუხოს და სიძულვილის ენის შემცველი ფლაერები გააკრეს ქალაქში“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ადამიანებს ეძახის მოღალატეებს, რომლებიც ცდილობენ „ქართული ოცნებას“ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შეასრულებინონ.

„ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოს ღირსეული მომავალი არის ევროპაში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, ის 78 დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა „რუსულ კანონს“, მიაქანებენ ქვეყანას რუსული ორბიტისკენ და, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა იყოს ევროპული და აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კვლავ მიუბრუნდეს თავიანთ ხელწერას და ისევ დაპირისპირებას ცდილობენ გააღვივონ საზოგადოებაში, რაც მათ არ გამოუვათ, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა კარგად ხვდება, ვინ ვინ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდეს და ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ „ქართული ოცნება“ შეაჩერონ, 12 პუნქტი შეასრულებინონ და ამ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აცხადებს მოღალატეებად“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა