ირაკლი კობახიძე - ძალიან პესიმისტურად ვართ განწყობილი - რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში კონსტრუქციული ჩართულობით არასდროს გამოირჩეოდა და არც სამომავლოდ გვაქვს ამის იმედი

ძალიან პესიმისტურად ვართ განწყობილი - რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში კონსტრუქციული ჩართულობით არასდროს გამოირჩეოდა და არც სამომავლოდ გვაქვს ამის იმედი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, კობახიძემ სხვა თემებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანის, შალვა რამიშვილის მიმართ ბრალდებებზე. მისი თქმით, რამიშვილზე „პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა“ მიმდინარეობს.

„მთავარია არავის ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები, უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელია, მასზე, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს, პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა, ჩემთვის მიუღებელია. არიან სხვა სუბიექტები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულები, რომლებიც არიან ხოლმე ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში შემჩნეულები, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინირება არასდროს გვინახავს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და მასზე კოორდინირებული ფაშისტური შეტევა იყო, მას მოღალატედ აცხადებდნენ, არ მახსენდება არცერთი NGO-ს და არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადება. აქედან რა ჩანს - მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი, სადაც პოლიტიკურად ვიღაცის გაშავება სჭირდებათ, სრულად კოორდინაციაში არიან; ხოლო როდესაც დასაგმობის დაგმობაა საჭირო, თუ მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, ისინი აბსოლუტურად ჩუმად არიან, ეს მათ ორმაგ სტანდარტებს მიუთითებს, ჩვენ ერთმაგი სტანდარტი გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობას, კობახიძე დადებითად პასუხობს და ამბობს, რომ „ამ საკითხში კეზერაშვილის კოორდინაცია პირდაპირ იკვეთება, რაშიც მისი ცოლის ძმა უშუალოდაა ჩართული“.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება