დავით უსუფაშვილი - ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე"

ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე" - პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო ეს გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამისთვის პოლიტიკური სასჯელიც დაგვიანდა.

"ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის ახი. რაც ჩაიდინეს და აკადრეს ქართველ ხალხს, იმისთვის პოლიტიკური სასჯელი აუცილებლად მაშინვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიანდა. ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზეც და "ქართულ ოცნებაზეც". მთავარია ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს. თვითონ რას ნანობენ? - იმდენად უჭირდათ მაშინ, რომ მოძებნეს ვიღაც გვერდიდან შემოყვანილი, ვითომ დამოუკიდებელი, მერე მისი სახე გააქრეს და თვითონ ჩამოეკიდნენ იქ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დაუგვიანდა, თუმცა, გააკეთა.

"მრჩება განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის თავში მორალურ -პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, ეს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა და სულ უფრო მკვეთრად და მკაფიოდ იკავებს პოზიციებს, რაც მე პირადად და "ლელოს" ჯამში, მიგვაჩნია ზუსტად სახელმწიფოებრივ პოზიციებად,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით , სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია და ამ ადამიანის არჩევისთვის რაც "იწვალეს," "ახია" მათზე.

„ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა