სამეგრელო ზემო-სვანეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მოქმედ ტუროპერატორებს, სასტუმროების თანამშრომლებს და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში კერძო სექტორთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს. რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სამომავლო პროექტებით დაინტერესდნენ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას და შემოსავლის გაზრდას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს რაც რეგიონშია ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაცია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა