გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაზე - ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას.

მისი თქმით, ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.

„აი, ამ ამაზრზენ მეთოდს იყენებენ, ამის პირდაპირი დასტურია ამ სამარცხვინო ადამიანის, ირაკლი კობახიძის სამარცხვინო განცხადება“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დააკავეს პირი, რომელმაც „აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს“.

ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაკავებული პირი „დაკავშირებულია ბოლშევიკურ „ტროიკასთან“, რომელიც არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა“.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება