სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი 2023" გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი 2023" გაიმართა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეჯიბრში მოყვარული მოთხილამურეები და ყოფილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში პრესტური მოაწყო, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იყვნენ წარმოდგენილები.

„შეჯიბრი სვანეთში მეორედ ჩატარდა. "ზურულდის თასი 2023"-ის ფარგლებში მოყვარულმა მოთხილამურეებმა თავიანთი შესაძლებლობები ღამის სრიალისას გამოცადეს, ყოფილი სპორტსმენები კი ერთმანეთს დღისით შეეჯიბრნენ.

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ამ შეჯიბრით ზამთრის სათხილამურო სეზონი სვანეთში დასრულდა. ღონისძიების მიზანი იყო სვანეთში ზამთრის სპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა