კახა კალაძე - მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე მეტროსადგურთან პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

კახა კალაძის თქმით, საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. ამ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნული ფაქტის კონტექსტში დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დეპოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით მზაობას ყოველთვის გამოხატავს.

„დეპოლარიზაცია 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი პირველია. არის მინიშნება გაკეთებული, რომ დეპოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით მზაობა, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას მოხდეს დეპოლარიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივი ვერ იქნება, მათი მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ რადიკალიზმს, დესტრუქციას. რადიკალიზმი პირველ რიგში აზიანებს მათ, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მოღალატე ჯაშუშები“ - ამ შინაარსის პლაკატები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოაკრეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა