ირაკლი კობახიძე - საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე

არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის თანახმად, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნების გზაზე საზოგადოების მხარდაჭერა მთავარია.

„არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა. ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ეს გამოწვევები სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა