ლაშა ტუღუში - საქართველო, საქართველოს საზოგადოება არ დაუშვებს არანაირ  გადახრას ჩრდილოეთისკენ, ეს გამორიცხულია

საქართველო, საქართველოს საზოგადოება არ დაუშვებს არანაირ გადახრას ჩრდილოეთისკენ. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთისგან სერიოზული კრიტიკა მიიღო, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. ის ასევე შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით „საქებარი“ განცხადებები ისმის.

„ბუნებრივია, კრიტიკა ძალიან სერიოზულია. ის, რომ ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო ხელისუფლებამ ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან და იმ სივრცის აქტორებისგან, სადაც ქართველი ხალხი მიისწრაფვის, ამას ბავშვიც ხედავს, რაც არ არის კარგი ამბავი, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება სწრაფი დინამიკური პროცესი ბევრი მიმართულებით, რომელიც დასავლეთთან დააახლოებს და როდესაც ასეთი მძაფრი კრიტიკა მოდის იქიდან, ეს რა თქმა უნდა, ხელს გიშლის განვითარებაში და სწრაფ ინტეგრირებაში. მითუმეტეს, როდესაც რუსეთის იდიოზური პირები გაქებენ. ერთხელ რომ იტყვიან, იფიქრებ, რომ რაღაცა სპეციალურად აკეთებს, მაგრამ ეს სისტემური ხასიათის ხდება, რაც ძალიან შემაშფოთებელია“,-განაცხადა ტუღუშმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის