რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ჩვენი ქალაქი. დაბომბვა განხორციელდა ნოვობავარსკის რაიონში", - განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა დიმიტრი ჩუბენკომ.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სახლებს სულ მცირე ექვსი S-300 ტიპის რაკეტა მოხვდა.
ამ დროისთვის დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.