გრიგოლ გეგელია - აშშ-მა „ქართული ოცნების“ მოქმედებებს ერთხელ უკვე უწოდა „საქართველოს დემოკრატიის შავი დღე“ და აშკარაა, რომ ახალი ელჩი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას აქტიურად გაუმეორებს იმავეს

პარტია „ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ხელისუფლებას აქტიურად გაუმეორებს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები „საქართველოს დემოკრატიის შავი დღეა“.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ელჩობის კანდიდატის, დანიგანის სიტყვები პირდაპირი გზავნილია იმის შესახებ, რომ აშშ არასოდეს დაიშურებს ძალისხმევას, რათა ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი შეინარჩუნოს.

„შემაშფოთებელი"- ასე შეაფასა აშშ-ს ელჩობის კანდიდატმა საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროინდელი მოქმედებები, რაშიც იგი სავარაუდოდ რუსულ კანონს, ანტიდასავლურ ქმედებებსა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას გულისხმობდა. ცოტა ხნის წინ, ამერიკამ "ქართული ოცნების" მოქმედებებს ერთხელ უკვე უწოდა "საქართველოს დემოკრატიის შავი დღე" და აშკარაა, რომ ახალი ელჩი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას აქტიურად გაუმეორებს იმავეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატ დანიგანის სენატში მოსმენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად იმოქმედებს, მათ შორის ქართული საზოგადოების და მედიის გასაძლიერებლად, რათა ჩვენ უკეთ შევძლოთ რუსულ საფრთხეებთან გამკლავება.

ვფიქრობ, ეს იქნება ახალი ელჩის მისია, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრ დისკომფორტს შეუქმნის "ქართულ ოცნებას". დანიგანი, მისივე თქმით, იქნება "გულწრფელი იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ". ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის მწვავე და მკაფიო შეფასება და ასევე სრულიად პირდაპირი გზავნილი, რომ აშშ არასოდეს დაიშურებს ძალისხმევას, რათა ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი შეინარჩუნოს და არასოდეს შეეგუება ანტი-დემოკრატიული, ანტი-დასავლური ძალების მიერ ქართული სახელმწიფოს პრო-რუსულ ორბიტაზე გადაყვანას”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად ეუბნება, რომ ისინი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დანიგანი მნიშვნელოვან პრიორიტეტად სახავს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, შუა დერეფნის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით აშშ-ს მიერ გაწეულ სამუშაოს, რაც აღრმავებს საქართველოს კავშირებს დასავლურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ქსელთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი წარმოადგენს სწორედ იმ კრიტიკულ პროექტს, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს "შუა კორიდორის" რეალური წარმატება საქართველოში, ქართველი ხალხისა და ეროვნული ბიუჯეტის სასიკეთოდ, ისე როგორც საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალის ზრდა.

ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად ეუბნება და აპირებს განაგრძოს თქმა, რომ ისინი რუსეთისკენ მიათრევენ ქვეყანას და აშშ ამას არ დაუშვებს. აშკარაა, რომ ქართულ ოცნების ანტი-დემოკრატ, ანტი-დასავლურ ხელისუფლებას ბევრი გულწრფელი საუბარი მოელის ახალ ელჩთან და ბევრ კრიტიკულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა”, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა