ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, სამშენებლო კომპანია კოლოსი დიღომი, 6 სართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „კოლოსი დიღომი“, აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 7,500 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს 2000 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას.

პროექტი 2024 წელს სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

„კოლოსი დიღომი“, დიდ დიღომში მდებარე თანამედროვე დაბალსართულიანი ელიტური კომპლექსია. ამ სივრცეს მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობა გამოარჩევს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ. სამომავლოდაც ბაზისბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და, ერთობლივი ძალებით, კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას.“ - განაცხადა კოლოსი დიღომის დირექტორმა, ამირან ანდღულაძემ.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე,“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

(R)

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში