სალომე სამადაშვილი - სიმართლე ქართველი ხალხისთვის - ეს არის ჩვენი მოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან

სიმართლე ქართველი ხალხისთვის - ეს არის ჩვენი მოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა ემთხვევა ისტორიულ თარიღს, როცა ქვეყანამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა აირჩია.

"იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიულ თარიღზე პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ თანამოქალაქეებს შეახსენოს რა ისტორიული გამოწვევების წინაშეა ქვეყანა.

32 წლის წინ, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვირჩევდით, ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ევროკავშირის კარი რეალურად გაგვეხსნებოდა. დღეს ეს კარი საქართველოსთვის გახსნილია და კარში "ქართული ოცნების" ხელისუფლება დგას, რომელიც თავისი პოლიტიკით კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეუძლებელს ხდის. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ქართველ ხალხს ამაზე სიმართლეს ეტყვის.

ასევე, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ხალხს უსაფრთხოების გამოწვევებზე სიმართლეს ეტყვის, რომ მსოფლიოში ერთადერთი ომის პარტია არის რუსეთის რეჟიმი, ხოლო მისგან ქვეყნის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ მყარი ალიანსით დასავლეთთან და ტყუილია ის, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს