არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მივცემთ - საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს - ხელისუფლება კანონით გასცემს პასუხს

ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მივცემთ - ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ პირზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თავისუფალი პროტესტის უფლება ქვეყანაში დაცულია.

„რაც შეეხება დაკავებას და სამართალდამცავების მუშაობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პროტესტის უფლება დაცულია. მეორე მხრივ, ყველას უნდა ესმოდეს, ხელისუფლება არ დაუშვებს ინსტიტუციებზე ძალადობრივ შეტევას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, თავდასხმას პოლიციელებზე და ძალადობრივ შეჭრას პარლამენტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში. ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ და ხელისუფლება აქ ყოველთვის კანონის ზედმიწევნის დაცვით იმოქმედებს, ამიტომ ამ საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველს, რომელიც აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციულ ძალის გამოყენებაზე საუბრობს და აღნიშნა: „თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უფლებები შესაძლოა ირღვეოდა, ამას სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და სასამართლოს გადაწყვეტილებები“.

ცნობისთვის, სასამართლო მარტის აქციების დროს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება