ბადრი ჯაფარიძე - მიუხედავად იმ სამარცხვინო კამპანიისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ ახორციელებს, აშშ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ერთგულ პარტნიორად და მეგობრად რჩება

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოში აშშ-ს ელჩობის კანდიდატის, რობინ დანიგანის საჯარო განცხადება „აბსოლუტურად შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაბამისი იყო.”

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ „სამარცხვინო კამპანიის“ მიუხედავად, შეერთებული შტატები საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„აბსოლუტურად შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაბამისი განცხადება იყო, რომელიც საქართველოში აშშ-ს მომავალმა ელჩმა გააკეთა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. ისევე, როგორც ამას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ახორციელებს. მიუხედავად, იმ სამარცხვინო კამპანიისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ ახორციელებს, შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ერთგულ პარტნიორად და მეგობრად რჩება, რომელიც ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს. ეს თქვა ელჩმა და შესაბამისად, არანაირი ცვლილება ამ პოლიტიკაში არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის მხრიდან არის მცდელობა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა