პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილს არ უჭირს თუთიყუშები - რაც  კობახიძემ თქვა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი თუთიყუშები გაიმეორებენ

ივანიშვილს არ უჭირს თუთიყუშები - რაც თქვა კობახიძემ, დადგებიან "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი თუთიყუშები და გაიმეორებენ ანტიქართულ, ანტიდასავლურ, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კობახიძის განცხადებას 7-9 მარტის აქციებთან დაკავებით დაკავებულ პირზე, რომელზეც აღნიშნა, რომ ის „ორიენტაციაარეულია“.

მანჯგალაძის შეფასებით, „კობახიძემ უკადრებელი იკადრა ამ სტუდენტთან დაკავშირებით“.

„ეს არის ბინძური რუსული პროპაგანდა. მორიდების გარეშე ვიტყვი, შეურაცხყოფად არ მინდა ვინმემ გაიგოს, ბიძინა ივანიშვილის კლიპი ნახეთ, მან თქვა, რომ მას ჰყავს ძალიან ბევრი თუთიყუში, არ უჭირს თუთიყუშების რაოდენობა და ახლა ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი თუთიყუში დადგება და რასაც იტყვის ირაკლი კობახიძე გააჟღერებენ ივანიშვილს ერთი-ერთში ზუსტად ისე როგორც ფიქრობს ივანიშვილი. ხომ ნახეთ, უკადრებელი იკადრა ამ სტუდენტთან დაკავშირებით, საჯარო სივრცეში ხალხი ასეთ რამეზე არ ლაპარაკობს. ახლა ნახავთ, რომ რაც თქვა კობახიძემ, დადგებიან ქართული ოცნების პროპაგანდისტი თუთიყუშები და გაიმეორებენ ანტიქართულ, ანტიდასავლურ, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სწორი აქცენტები ჰქონდა ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და კურსის ცვლილებებზე, თუმცა, მკაცრი განცხადებების დრო არ აქვს საქართველოს და ქმედებებს ელოდებიან მისგან.

მანჯგალაძე ინტერესდება შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "თანხმობის ნაბიჯის გადასადგმელად" ნიკა გვარამიას.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ კობახიძისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი იქნება პარტიული დისციპლინისგან გადახვევა.

„თუ ამ დიქტატს და ხაზებს გადავა საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილი და დაიწყებს ბიძინა ივანიშვილზე საუბარს, ეს იქნება წითელი ხაზი. რა განცხადებებს აკეთებდა ზურაბიშვილი 2008 წელთან დაკავშირებით, ეს არ არის წითელი ხაზი, მაშინ კანდიდატად ხომ არ დააყენებდნენ? მათთვის წითელი ხაზია ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში