ირაკლი კუპრაძე - სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ დღეს შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ დღეს შეუდგა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს” და პრეზიდენტის ხედვები ასე ცხადად პირველად გადაიკვეთა.

მისივე თქმით, საზოგადოება პრეზიდენტისგან რეალურ ნაბიჯებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან დაუღალავ შრომას ელის.

სიმბოლურია, სწორედ 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პრეზიდენტმა ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი. ზურაბიშვილს გააზრებული აქვს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარი წინაღობის არსებობა, რასაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია, თუმცა საზოგადოება მისგან რეალურ ნაბიჯებს ელის, დაუღალავ შრომას საერთაშორისო პარტნიორებთან. მას დარჩენილი აქვს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, შეწყალების სახით, რისი ამოქმედებაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას გაუხსნის.

„ლელოს” და პრეზიდენტის ხედვები პირველად გადაიკვეთა ასე ცხადად. მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილთან ვითანამშრომლოთ დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული გზის დასაცავად”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება