პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბევრი ადამიანი დღეს ქვეყანაში უკანონო პატიმარია.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტებს ითხოვენ.
„მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვდი. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.