ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოცემულობა არ იცვლება.

„30 წლის შემდეგ კვლავ გვიწევს საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ევროპული პერსპექტივის მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წლის შემდეგაც ყველა ჩვენგანს, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტი, გონიერება უნდა გვეყოს და ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შემადგენლისგან, მივიღებთ სახელმწიფოებრივ, ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს, ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესახებ. ის პრობლემები, რომელზეც დღეს საუბრობდით ქალბატონო სალომე, ანტიდასავლურ კამპანიაზე, ომის თემატიკაზე და ა.შ. შემთხვევითი არ არის. გარდა იმისა, რა წარმატებებიც თქვენ აღნიშნეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებთან მიმართებაში, რომელთა მნიშვნელოვანი წილი ასევე წინა ხელისუფლებების დამსახურებაც იყო, საუბარი მაქვს ევროპულ პერსპექტივაზე, არსებობდა კიდევ პარალელურ განვითარება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ვერტიკალში, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელმაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა“- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის ოფიციოზის მიერ გახმოვანებული გეგმის ნაწილია ის, რომ „ყველა სააკაშვილის ბედს გაიზიარებს, ზელენსკიც, თუკი გააგრძელებენ იმ რიტორიკას, რომელსაც სხვები ახორციელებენ" . ბეჟაშვილის თქმით, ამ გეგმის ნაწილია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ „დასავლეთს ომი უნდა“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანა დააშოროს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს ევროპული ღირებულებების მიმართ.

„ბოლო წლის განმავლობაში, ხელისუფლება რეალურად ქვეყანას ომის რეჟიმში ამყოფებს. მოსახლეობას გამოგონილი ომის თემით ატერორებს. ფაქტობრივად, ამ გამოუცხადებელი ომის იარაღი არის ბრძოლა საზოგადოებასთან რუსული პროპაგანდის მეთოდებით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის სამწუხარო რეალობა შეიქმნა, როდესაც საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსს და მთავრობა არა. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ახლა უკვე, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოთ, ხალხის მხარეს დადგებით, თუ მთავრობის მხარეს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება