ირაკლი ქადაგიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე - ამ ადამიანის ორიენტაცია - იქნება პოლიტიკური თუ ადამიანური, იზომება იმით, რა ქმედება ჩაიდინა

ამ ადამიანის ორიენტაცია - იქნება პოლიტიკური თუ ადამიანური, იზომება იმით, თუ რა ქმედება ჩაიდინა და სასამართლო რა შეფასებას მისცემს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის თემის გარშემო “ე.წ. ტროიკა და მათთან აფილირებული გარკვეული ძალები რევანშისტული, ანარქისტული და რევოლუციური მიდგომის კულტივირებასაც ცდილობენ“ და სამართლებრივი ნაბიჯების აუცილებლობას ძირშივე გამორიცხავენ.

„ამ ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედება. ამიტომ გამოძიებას და სასამართლო პროცესს მივყვეთ. სასამართლო პროცესი არის ღია და იქ ყველაფერი ღიად ითქმება. გამომდინარე აქედან, მისი ორიენტაცია - იქნება პოლიტიკური თუ ადამიანური, იზომება იმით, რა ქმედება ჩაიდინა მან და სასამართლო რა შეფასებას მისცემს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის