გიორგი ჩალაძე - გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩით აფეთქებას - მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი

გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩით აფეთქებას - მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი, - ამის შესახებ „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინდელი მუქარის შემდეგ, მოვერიდე ქალაქში გასვლას. მაინც მომიწია მცირე დროით გასვლა და გადავრჩით აფეთქებას.

მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება. საგიჟეთში ვცხოვრობთ!“, - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

შეგახსენებთ, 30 მარტს, გიორგი ჩალაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სოციალური ქსელით მასზე “სიცოცხლის მოსპობით ხორციელდება მუქარა“ და 112 ინფორმირებულია.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის