ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა

საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ირლანდიის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა წამყვანი ირლანდიური კვლევითი ცენტრის მკვლევარებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, შიდა პოლიტიკური პროცესების, რეფორმების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებზე.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სამეზობლოში და მისი შეკავების მექანიზმებზე.

„ირლანდიის წამყვან კვლევით ცენტრში განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა როგორც ევროპის, ასევე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ირლანდიელ მკვლევარებს ვუთხარით, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მან საქართველოში ადრეულ 90-იან წლებში დაიწყო და გააგრძელა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით. სამწუხაროდ, დღემდე, რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ახორციელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შეკავებაც ჩვენი დასავლელი მეგობრების გარეშე შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება არის გზა, რომელიც შეამცირებს საქართველოს მიმართ საფრთხეებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებასა და მშვიდობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვისაც", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირლანდიის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის