პაატა დავითაია - მრავალი წლის შემდეგ  ჩვენ ისევ ისტორიული გადაწყვეტილების  წინაშე ვდგავართ - თუ ახლა ვერ მოვახერხეთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ეს  კარი შესაძლოა, ათწლეულები აღარ გაიხსნას

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად ვართ ასე ახლოს ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროპული ოჯახის კარი ჩვენთვის ღიაა, შევალთ თუ არა ამ კარში ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ახლა ვერ მოვახერხეთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ეს კარი შესაძლოა, ათწლეულები აღარ გაიხსნას.

„31 მარტი ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის მონაწილეთა 98, 9%-მა დაუჭირა მხარი, რაც გახდა 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი.

წლების შემდეგ ჩვენ ისევ ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის ჩვენი მოსახლეობის 85%-ის ნება, თუმცაღა საქართველოს ევროპული მომავალი ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი არჩევანი.

დღეს ევროპული ოჯახის კარი ჩვენთვის ღიაა, ამ კარში შესვლა დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე. ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ რეკომენდაციების შესრულება. სახელისუფლებო ძალას მართებს მეტი გონიერება და პასუხისმგებლობის აღება, რათა შეწყდეს დაპირისპირება და შესრულდეს რეკომენდაციები, რაც გახდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გარანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის ევროპული ოჯახის კარი, შესაძლოა, მინიმუმ ათწლეულები აღარ გაიხსნას, რასაც არც ისტორია გვაპატიებს და არც მომავალი თაობა“, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა