აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა რიგით მეოთხე საგაზაფხულო აკადემიამ „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება (მეორე ნაწილი)" მუშაობა დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ ღონისძიების მონაწილეებს შემოდგომის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და პარლამენტის აპარატის ინიციატივით გაფორმებული ე.წ. „თბილისი მემორანდუმის" ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის გამართული საგაზაფხულო აკადემია, რომელშიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
ერთკვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებს პრაქტიკული სწავლება OECD/SIGMA-ს საერთაშორისო ექსპერტმა მარტინ კრიევინსმა ჩაუტარა.
შემოდგომის აკადემია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" პროექის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.