თეონა აქუბარდია - პრეზიდენტს მკაფიო გამოსვლა ჰქონდა - კრიტიკულ დროს, სწორი პოზიცია დაიჭირა

ვფიქრობ, პრეზიდენტს, რაც კი გამოსვლები ჰქონია, ყველაზე მკაფიო გამოსვლა ჰქონდა, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენება.

როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკულ დროს, სწორი პოზიცია დაიჭირა.

აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში იგრძნობოდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც საქართველოს აშორებს დასავლეთს.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს რაც კი გამოსვლები ჰქონია, ყველაზე მკაფიო გამოსვლა ჰქონდა. კრიტიკულ დროს, სწორი პოზიცია დაიჭირა და დააანონსა ხედვაც, თუ რას გააკეთებს.

პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ქვეყანას აშორებს დასავლეთს და ალბათ, ეს ივანიშვილისთვის იყო გზავნილი, რომ „მიხედე შენს ბიჭებს“. მთელი ისტორიული რაკურსი, რაც 2012 წლიდან მოიყვანა, „ქართულ ოცნებას“ შეახსენა თავისი ქმედებები, დაპირებებიც“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე შეფასებით, სწორი ტაქტიკა, იყო რომ პრეზიდენტმა 2012 წლის წინა საარჩევნო დაპირებების შეხსენებით „ქართული ოცნებას “ უთხრა, რომ ხალხს დაშორდა.

„ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ესაუბრა. იმ ამომრჩეველს, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ხმა მისცა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს.

რაც პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან საუბრით გააკეთა, იყო მნიშვნელოვანი, რადგან უთხრა, რომ რასაც დაგპირდნენ, იმის საწინააღმდეგოდ მიდიან და რუსული პროპაგანდის ენით გელაპარაკებიან, რაც არის ქვეყნის დაღუპვა“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში