გრიგორი კარასინი - რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი“ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ

რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი“ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩეველთან“ კონსტანტინე კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ ახალ იმპულსებს მიიღებს ჩვენი კონტაქტებიდან. კიდევ ერთხელ მადლობა ამ შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, მოსკოვს ხშირად ეწვევით“, - განაცხადა კარასინმა.

კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად ძალიან მჭიდრო კავშირი და ნდობა აქვს.

„ეს არის სამხრეთ ოსეთის წარმატების გასაღები და ეს არის ჩვენი ნდობა ჩვენი ხალხის მომავლის მიმართ. ჩვენთვის გადამწყვეტია რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას რუსულ დიპლომატიასთან, რომელმაც ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთა“, - აღნიშნა „სახელმწიფო მრჩეველმა“.

მანამდე კოჩიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩვენ განვიხილეთ საუბრის განახლება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება და სტაბილურობა ამიერკავკასიაში. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ფორმატის აღდგენის მზადყოფნა გამოთქვეს“ , - აღნიშნა კოჩიევმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა