თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილისთვის კრიტიკა არასდროს მომიკლია, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო იყო, მკვეთრი „მესიჯებით“ - კარგად მიდის თუ "გაიტანს"

ივანიშვილი და პატივცემული კობახიძე სულმთლად რუსეთის ნაწარმია - ივანიშვილმა პირად გუბერნიად და პუტინის საწარმოდ აქცია [საქართველო], - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან გადაცემაში, პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო და მკვეთრი სიტყვა ჰქონდა.

ჩარკვიანმა იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნით, მართლაც „ყველა ბერკეტს გამოიყენებს“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ იმედი გამოთქვა, რომ იქნებ როგორმე ერთხელ მაინც იპრეზიდენტოს და რაში გამოიხატება ახლავე გეტყვით. მას [სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა მართლა ძალიან მკვეთრი და საინტერესო სიტყვა უთუოდ. მე მისთვის კრიტიკა არასდროს მომიკლია, მაგრამ ობიექტურად მინდა შევაფასო. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მკვეთრი "მესიჯებით" დასავლურობის კუთხით, ამ გზაზე. მან ძალიან სერიოზული შენიშვნები მისცა [უმრავლესობას], პრაქტიკულად უთხრა, რომ თქვენ ცუდ გზას დაადექით ამ ვექტორის ცვლის თვალსაზრისით. უბრალოდ, მე დავწერე კიდეც [პლენარული სხდომის] მიმდინარეობისას, კარგად მიდის თუ გაიტანს-მეთქი და რას გულისხმობს ეს. ყოველთვის ეპოტინები ბოლო იმედს. განა ეს ჩემი კაპრიზი, ან მხოლოდ ჩემი სურვილია. ძალიან საინტერესო ფრაზამ გაიჟღერა იქ, რომ „ყველა ბერკეტს გამოვიყენებ“. თუ ყველა ბერკეტს გამოიყენებ, იმ ყველაში ნიკა გვარამია პირდაპირ არის მითითებული და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულით გადაიყვანეთ. ეს ორივე არის. ეს თუ აღიარება არის, ვიმედოვნებ, რომ ის ამას გააკეთებს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ასევე, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე ისაუბრა და მას კითხვით მიმართა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებების გამო აირჩიეს თუ არა.

„მდინარაძე გამოვიდა და მას უთხრა, თქვენ ის არ ხართ, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბაო? ყველამ ვიცით, რომ მართლაც მისი [ზურაბიშვილის] ამონარიდია. მე სულ ვაძახებდი და ზუსტად ეს პრეტენზია მქონდა სალომე ზურაბიშვილთანაც და უმრავლესობასთანაც, რომ რატომ აირჩიეთ ამ განცხადების ქალბატონი-მეთქი [პრეზიდენტად]. ახლა მინდა მდინარაძეს შემოვუტრიალო კითხვა - ე.ი. იმიტომ აირჩიეს მაშინ, რომ ამ ტიპის განცხადებები ჰქონდა გაკეთებული, რომ საქართველომ ომი დაიწყო, მძინარე ცხინვალი დაბომბა და გორი საქართველომ დაბომბა? ამიტომ აურჩევიათ სალომე ზურაბიშვილი? მე გამოვდივარ მდინარაძის ლოგიკით“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა