ელგუჯა ბაგრატიონი - ყველამ ერთად, პრინციპულობით, ერთობით უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ევროპული მომავალი

მოღალატე ხელისუფლება ყოველდღიურად მიგვათრევს რუსულ ჭაობში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თითოეული თქვენგანის ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს დღევანდელი ქვეყნის მომავალზე და ბედზე, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ელგუჯა ბაგრატიონმა 9 აპრილის კამპანიის აქციის ფარგლებში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და ევროპას შორის, ბიძინა ივანიშვილი არის გაჩხერილი და ცდილობს, ქვეყანა ევროპულ ოჯახს ჩამოაშოროს.

„რას გვთავაზობს ევროპა? - სტუდენტებს ნორმალურ, ევროპულ განათლებას, გვთავაზობს ნორმალურ ანაზღაურებას და ნორმალურ სამუშაო პირობებს, ნორმალურ პენსიას და უზრუნველყოფილ სიბერეს და ამას კარებში ჩახერგილი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ხელისუფლება, მისი მონები გვიკრძალავენ. ჩვენ მარტის აქციებზე ვნახეთ, რომ ძალა არის ხალხში და დავახევინეთ ხელისუფლებას უკან. იქ იდგა, როგორც შვილების, მამების, ასევე ბაბუების თაობა, რითაც იძულებული გახადა ხელისუფლება, რომ უკან დაეხია და სამ წუთში გაეწვია კანონი.

ჩვენ 9 აპრილისთვის უნდა მოვემზადოთ და ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ვუთხრათ რუს ოლიგარქს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება