გიორგი ვოლსკი ლაზარე გრიგორიადისზე - ეს აჩვენებს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აჩვენებს იმ „ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა, როდესაც გამოეხმაურა პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, პოლიციელები ცოცხლად დაწვისთვის გაიმეტა.

რაც შეეხება დაკავებულის მხარდასაჭერ კამპანიას, მისი თქმით, მიმდინარე პროცესები უკვე აღარ ეხება კონკრეტულ პიროვნებას და აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების სურვილს.

„მე მგონია, რომ საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, რომ ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ პიროვნებას, რომელმაც ჩაიდინა ასეთი სახის დანაშაული - შეიძლება თავის თანატოლს, ან თავისზე უმცროსს, მისი თაობის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში - პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე დგას, ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ და ცოცხლად დაწვა დაუპირა. არა მარტო ერთ პოლიციელს, არამედ რამდენიმეს, რომელსაც შესაძლოა, ეს ცეცხლი მოსდებოდა.

რეალურად, ეს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს აჩვენებს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე და რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს, მზად არიან, პარლამენტში შემოვიდნენ და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დაიწყონ მუშაობა. საფრთხე აშკარაა და ამ საფრთხეს ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარების მცდელობა, რომელიც ყოველთვის დღის წესრიგში იყო, მათ შორის, სააკაშვილის რესურსის გამოყენებით. ეს სცენარი უკვე ჩვენს თვალწინ ვითარდება და ისეთი სახე შეიძინა, რომელსაც არ შეიძლება სხვა რამე ეწოდოს, თუ არა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი