ლევან იოსელიანი - ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა.

ლევან იოსელიანი ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

“დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი და სოლიდარობა გამოვხატე დღევანდელი აქციის იდეის მიმართ.

ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უცხოა ქალთა მიმართ მსგავსი ტიპის მოპყრობა. ჩვენი ისტორიული წარსული სხვა არაფერია თუ არა თანასწორუფლებიანობის ერთგულება და პატივისცემა, რაც დღესაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის მთავარ ღირსებად მიმაჩნია.

სწორედ ამიტომ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე“ , - წერს იოსელიანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის